რეზონანსი
08.11.2019

(რეზონანსი) თბილისში, კინო "ამირანთან" სროლის ხმა ისმოდა.

აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ის ვერ გააკონტროლებს ვინ იუსროლა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემოგზავნილი პროვოკატორის ქმედება.

"თქვენ გესროლათ ვინმემ? ვინმე თუ დაშავდა ეს იქნებოდა ცუდი"- თქვა ბრეგაძემ, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე.

მისივე შეფასებით, "ასეთ რაღაცეებს ბავშვები ყოველ ახალწელს ისვრიან".

ბრეგაძემ მედიას უთხრა ისიც, რომ მომხრეა მდუმარე აქცია გამართონ. "მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ ასფალტზე"- აღნიშნა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×