რეზონანსი
08.11.2019

  წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, "მთავარი არხის" ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის.

"მთავარის" ჟურნალისტები, თამარ ბაღაშვილი, ქეთა ციცქიშვილი და ნათია ტრაპაიძე ჰომოფობიური ჯგუფის წევრებისა თავდასხმის ობიექტები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ გახდნენ.

თამარ ბაღაშვილმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს რეაგირების თხოვნით არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.

შს თანამშრომლების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე:

"შსს არ რეაგირებს გამიზნულად თავდასხმებზე, რომელიც ხდება მთავარის ჟურნალისტებზე !!!"- წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×