რეზონანსი
08.11.2019

  არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ფილარმონიასთან კიდევ ორი პირი დააკავეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მაყურებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ორი პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

კიდევ ორი პირის დაკავებაზე შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×