რეზონანსი
09.11.2019

  ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან" მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ ერთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება.

კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

სამართალდამცველებმა გუშინ აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.

წყარო: 1tv.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×