სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მეზობელმა ავტოფარეხში 84 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრილი იპოვა. დაშავებულს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

    შემთხვევა გუშინ, რვა ნოემბერს, საღამოს მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

    ოჯახის წევრის თქმით, 84 წლის კ.კ-მ ჭრილობა მუცლის არეში თავად მიიყენა.

    "დილიდან ჩვეულებრივად იყო განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ეზოში იყო გასული, თურმე ჩვენს „გარაჟში" შესულა. არ ვიცი სად იშოვა დანა, მეზობელმა გამოიარა და იმან ნახა, მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა".

    მისივე თქმით ეს თვითდაზიანების პირველი შემთხვევა არ იყო: „რვა თვის წინ ვენები გადაიჭრა".

    დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა.

    „შემავალი ჭრილობა ჰქონდა და გაუკეთდა ოპერაცია, ამ ჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია" - ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×