სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      პრევენციის მიზნით კინოთეატრებში იმყოფებიან გამნაღველებისა და კინოლოგების სამსახურის წარმომადგენლები,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ბუხრაძემ კონოთეატრ "ამირანში" განუცხადა.

    მისი თქმით, სამართალადამცველები აქციის ორგანიზატორებსა და მასში მონაწილე პირებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.

    "უკვე მეორე დღეა, რაც ადგილზე პოლიცია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას იცავავს. პრევენციის მიზნით კინოთეატრებში იმყოფებიან გამნაღველებისა და კინოლოგების სამსახურები. ასევე ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი რაოდენობის საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. შსს, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატირებს, ასევე მასში მონაწილე პირებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი პოლიცია შესაბამის კანონიერ ზომას მიიღებს", - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

    8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×