რეზონანსი
09.11.2019

  "ვიღაც ჭინკებმა, რომ გავდიოდით სახურავიდან ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს, ხალხი დაისვარა" - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც იქ შეკრებილებს მიმართა.

მისი თქმით, როგორც გუშინ არც დღეს, არ მისცემს საშუალებას ფილმის ჩვენება გაიმართოს.

რადიკალური ჯგუფები ვერის ბაღიდან კინოთეატრ "ამირანისკენ" ცოტახანში დაიძვრებიან, სადაც ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს პრემიერის მეორე დღეა.

"ქართული მარშის" და მისი მხარდამჭერები ქართული კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორებზე თბილისსა და ბათუმში ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

აქციების დროს მომხდარ ინცირენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე უკვე დაიწყო.

სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×