სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

    (რეზონანსი) ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ვერის ბაღში" შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავების ნაწილს, თუმცა, იქვე აღნიშნა იმ პოლიციელების შესახებ, ვინც მისი თქმით, სამარცხვინოდ და არაადამიანურად იქცეოდა.

    "ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, იქ იყვნენ არაადამიანური ქცევის პოლიციელები. მაგალითად, ერთი მათგანი, ლაპარაკის დროს, თვალებში მიყურებდა, ღიმილით შეურაცხმყოფდა და ჟურნალსიტებს რომ არ დაენახათ ისე, მწარედ მირტყამდა წვივებში ფეხსაცმელს. რომ ვუთხარი, რატომ მირტყამ, მე ხომ ხელს არ გირტყამ, რა გვარის ხარ მეთქი, ხელი ამიქნია, გაიქცა და მერე, თავისი ძმა-ბიჭების დასანახად, იქიდან იქაჩებოდა ჩემზე, როგორც არშემდგარი ძველი ბიჭი. ასეთ პოლიციელებს მინდა ვუთხრა: თქვე, მიშა სააკაშვილის გადმონაშთო სამართალდამცველების სირცხვილო, მოვა დრო და თქვენ პასუხს აგებთ ამ არაადამიანური დამოკიდებულებისთვის ადამიანების მიმართ" -განაცხადა ლევან ვასაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mi6. Great British.   (09.11.2019)
    ვასაძევ სჯობს მოგვიყვე ამის წინებზე ორდის მთავარ ულუსში როგორ " ჩაურუსულე" " მეცნიერული " მონაჩმახით მესამე რომის - ოკუპანტ ორდის და მეორე იერუსალიმის- ბედკტულ იბერიის ურთიერთ ჩახუტვით, მსოფლიოს არც მეტი არც ნაკლები- მსოფლიოს გადარჩენის პროჟეკტი. ქართველებს არ გვეშლება და არც არასა დროს შეგვშვლია" ჰუ იზ ჰუ" იყო და არის-მტერი თუ მოყვრე ,ჩვენი სამშობლოსათვის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×