რეზონანსი
11.11.2019

ანა სუბელიანისთვის არ მისვრია მობილური ტელეფონი, მის გვერდით მყოფ ბიჭს ვესროლე და ანას მოხვდა, - ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულმა შალვა შევარდნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „პოლიციის კორდონს მიღმა ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად გადმოვიდნენ აქტივისტების მხარეს და სწორედ მათმა შეძახილებმა და აქტივისტების მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი აგრესია".

„გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე, რომელსაც ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს მიმართ. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და არ იყო ჩემი აქციაზე მისვლა დაგეგმილი.

ძალიან ცუდი შეძახილები იყო. რკინის ჯებირი იყო და შეგნებულად გადმოვიდნენ აქეთ ანა სუბელიანი და მისი მეგობარი. პროვოცირება იყო მათი. ჩემს გვერდზე აღმოჩნდა სუბელიანი და ის ბიჭი და მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა მოქალაქეეები. იმ ბიჭს ვერსროლე მობილური ტელეფონი, გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა. რომ დამეგეგმა, მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვებოდა", - განაცხადა შალვა შევარდნაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო კინოთეატრ „ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულ შალვა შევარდნაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომას არ ესწრება დაზარალებული ანა სუბელიანი.

ადვოკატის, მერაბ წკრიალაშვილის განცხადებით, შალვა შევარდნაძე თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება დააყენა, დაცვის მხარემ კი გირაო მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×