სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

     

    განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მთავარ პროკურატურაში ამბობენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

    უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მოუწოდეს ი.ა.-ს დაწყნარებულიყო და აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ჟ.კ. -ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ლ.წ.-ს აქტიური მოქმედების შედეგად და იმის გამო, რომ დანა მკერდის ძვალმა შეაჩერა, ი.ა.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადასტურდა, რომ ი.ა.-მ 2018 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისში მდებარე სამი მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა სარეალიზაციო პროდუქციას.

    სამართალდამცველებმა ი.ა. 2018 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109- ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დაკავშირებული მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან) და ქურდობის სამ ეპიზოდზე 177-მე მუხლის „ა" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია) წარედგინა. სასამართლომ ი.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო 19;108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 177-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×