სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

    ქართულ-შვედური ფილმის ირგვლივ ხმაური არ წყდება. დღეს ირკვევა, რომ ფილმის რეჟისორი ლევან აკინი ახალ სკანდალში გაეხვა. მას მომჩივანები გამოუჩნდნენ, რომლებიც სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

    დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ფილმში მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა. დეკანოზი ჰყვება, რომ ქოიავას მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟურ ტრადიციულ სიყვარულზე იყო.

    „ამ ფილმში სრულიად მოტყუებით გააბეს როგორც პატარა ბავშვები ასევე ხელოვნების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი. მოტყუებით ჩაწერეს ეს ადამიანები და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს და სჭირდებოდათ, რომ ერთ-ერთ სცენაში „წინწყარო“ ემღერათ. ჩვენ დაწყებული გაქვს კონსულტაციები იურისტებთან და მოვამზადებთ სარჩელს“, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

    ფილმის კიდევ ერთი მონაწილის დედა ამბობს, რომ ის ფილმის შემქმნელებს სხვა მშობლებთან ერთად უჩივლებს და გამოძიებას დაელოდება. 

    „ფილმი უნდა ამოიღონ.  ბიჭის მშობელი ვარ და შეიძლება წინ დახვდეს ბევრჯერ. ეს ფილმი ზოგადად აღარ უნდა იყოს ჩვენებაში. სასამართლოში ჩივილს ვაპირებ. მაშინ გვითხრეს, რომ ფილმის სათაური იქნებოდა „ყველამ დავიწყოთ ცეკვა“,- განაცხადა ზიზი ტოგონიძემ.

    თეატრ „მეორე სახლის" ხელმძღვანელი, ნინო მესხი კი აცხადებს, რომ ფილმის გადამღები ჯგუფი ვალდებული იყო აეხსნა, რა ფილმზე იყო საუბარი.

    „ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ორი ბავშვი სჭირდებოდათ, ვინც ცეკვა იცოდა. დილით გადაღებაზე დავიბარე, მივეცი მშობლების ნომრები. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იყო ეს ფილმი. ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება ბავშვებთან და მშობლებთან. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც აეხსნათ ამ ფილმის შესახებ, თუკი თემა იყო ასეთი სენსიტიური. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდებოდი დღეს",- განაცხადა ნინო მესხმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ტარიელი   (12.11.2019)
    მთავარი გმირი ნაცების პოლიტსაბჭოს წევრის შვილი ყოფილა და ვისი შეკვეთით იქნება შექმნილი ძნელი მისახვედრი არ არის.

    ავთო   (12.11.2019)
    ვისი დავალებაც ამ ნაბიჭვარმა შეასრულა, სასამართლოც შეასრულებს მის დავალებას! ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ ამ ფილმზე უფრო ბინძურ ფილმს გადააღებინებენ და აჩვენებენ კიდეც! აზრზე როცა მოხვალთ(თუ მოხვალთ) მიხვდებით, რომ ასეთი სიბინძურეების მოშორება მხოლოდ მათი შემქმნელების მოშორებით იწყება!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×