რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი) "ტვ პირევლის" ეთერში ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე საპატრიარქოზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, საპატრიარქოს დაცვის სამსახურმა სტატიის მომზადება ერთ-ერთი მღვდელმსახურის ოჯახზე გამოგონილ სიცრუეზე სთხოვა.

"ეს ამბავი აქამდე არ მომიყოლია: საპატრიარქოს დაცვის სამსახურმა სტატიის მომზადება მთხოვა ერთ-ერთ მღვდელმსახურზე. მოკლედ, სატატიაში უნდა მომეთხრო ისტორია, თითქოს, ამ სასულიერო პირმა, სახლიდან ცოლი გააგდო, რადგან სიდედრი შეუყვარდა. ცხადია, მივხვდი, რომ ისტორია იყო მოგონილი და მის მომზადებაზე უარი ვთქვი. საპატრიარქოს მაშინდელ წარმომადგენელს კი, ვუთხარი სიდედრი არა, სიმამრი რომ შეყვარებოდა ეგ უფრო სკანდალური იქნებოდა-თქო. მინდა ამ პოსტით გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოვეხმაურო, ამ ისტორიის ფონზე ძალიან ძველმოდურად, ბანალურად და უბადრუკად გამოიყურება მისი მოგონილი სექსუალური დრამა." - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ს მონაწილე, მისი თქმით, თავადაც გახდა. სასულიერო პირის ვინაობა მას არ დაუკონკრეტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×