სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 34 წლის გიორგი ბედოშვილის ოჯახი გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს. გარდაცვლილის ძმის გოგიტა ბედოშვილის განცხადებით, ოჯახი როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობის ვერსიასაც განიხილავს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

    “გუშინ, დაახლოებით, შუადღის 3 საათიდან ვეღარ ვპოულობდით. გუშინ დილით ჩვენს მეორე ძმასთან და რამდენიმე მონადირესთან ერთად იყო ტანას ხეობაში სანადიროდ წასული. გიორგი ჩამოცილდა ყველას და ცალკე წასულა, უფრო ზემოთ. მოულოდნელად გასროლის ხმა გაუგიათ და ამის შემდეგ დაუწყიათ ძებნა. ვერ იპოვეს. მერე ჩამოვიდნენ სოფელში და თანასოფლელებთან ერთად დავიწყეთ ძებნა. შუაღამისას ხევში ვიპოვეთ, უკვე გარდაცვლილი იყო. ტყვია აქვს თავში მოხვედრილი. ვერაფერს ვიტყვით დანამდვილებით. არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ. შეიძლება მკვლელობაც იყოს. ველოდებით გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა გოგიტა ბედოშვილმა.

    “რეგიონულ კვირას” შსს-ში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა უწყებაში ძიების პროცესში მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×