რეზონანსი
12.11.2019

დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, თითქოს მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ მან უამრავი მტკიცებულება მოიპოვა, თუმცა, დამატებით სჭირდება გონივრული ვადა, რომ აიღოს სასამართლოს განჩინებები, რათა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან.

"ამას მე აუცილებლად ბოლოს მოვუღებ და ინფორმაცია, რომელიც მივიღე, დადასტურებულია - დაზარალებული დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საზღვარგარეთ და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, თითქოს მას დევნიან, მასზე იძალადეს და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. ესეც არ გამოუვათ, ადამიანებს უნდა დავანახო ყველაფერი და დავამტკიცო, გავშიფრო სცენარი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება, პროცესები 2 დეკემბრიდან განახლდება", - აცხადებს "აიპიენთან" მარიამ კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×