სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     

    მე ვარ დაზარალებული და ამას არც დადასტურება სჭირდება, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა - აცხადებს 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული გიორგი სულაშვილი, რომლესაც დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე არ აქვს. სულაშვილის თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას მასაც ჰკითხეს, 20 ივნისს ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა.

    "სახელმწიფოს, რომელშიც დაიბადე, ცხოვრობ, რაღაცას აკეთებ, შენი ერთი თვალი საერთოდ არაფრად ანაღვლებს და არც გვთვლიან საერთოდ არაფრად. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ ვიღაც წარმატებული ბიზნესმენის შვილი, ოლიგარქის შვილი ან ვიღაც პარლამენტარის შვილი და ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს და შედეგი ის არ მივიღოთ რაც უნდა მივიღოთ და ხმას არავინ ამოიღებს. მაგრამ მე არ შევჩერდები, მე არ გავჩერდები ამაზე, რადგან მე ვარ დაზარალებული და ამას არც დადასტურება სჭირდება, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა. ალბათ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აქციაზე ამოთხრილი თვალებით მივედი. ან იქ წავიქეცი და იმიტომ ჩამემტვრა სახის ძვლები"- ამბობს სულაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×