სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    კანონმდებლებს შორის დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

    გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.

    ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან კვლავ სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ და დაიძახა: - „გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს"

    გედევან ფოფხაძე ამ დროისთვის სხდომაზე იმყოფება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Vaa   (12.11.2019)
    Aset xals ra unda parlamentshi? Ra magalit adzleven momaval taobas?! Mere ratom gvikvirs rom xoravas quchis tragediebi xdeba!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×