სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, უსახსრობის გამო ოჯახი მიცვალებულს ვერ კრძალავს.

    გარდაცვლილის მეზობლის შორენა მოსიძის თქმით, რუსიეშვილების ოჯახს დიდი ხანია უჭირს . "ახლა ძალიან მძიმე დრო დაუდგათ, 4 თვის წინ, დედა დაასაფლავეს და ახლა მამიდა გარდაეცვალათ, რომელსაც თანხის უქონლობის გამო, ვერ ასაფლავებენ. კეთილი ადამიანების დახმარებით მცირე თანხას მოუყარეს თავი მეზობლებმა",- აცხადებს შორენა მოსიძე.

    გარდაცვლილის მეზობლების თქმით, სოფელი უკვე რამდენიმე დღეა საჭირო თანხას აგროვებს.

    "ოჯახს ძალიან უჭირს, იმისთვის, რომ პურის ფული იშოვონ ტყეში ტოტებს აგროვებენ და იმას ყიდიან. მე არ ვიცი, სადამდე უნდა გაგრძელდეს ამათი გაჭირვების ამბავი. ვთხოვთ ყველას, რა საშუალებაც გაქვთ, დაეხმარეთ ოჯახს. ამ ეტაპზე კი გვჭირდება თანხა დაკრძალვისთვის", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

    ოზურგეთის მერიაში განაცხადეს, რომ რუსიაშვილების ოჯახს დაეხმარებიან.

    წყარო: report.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×