რეზონანსი
12.11.2019

ლომჯარია, შენ ხარ სახალხო დამგველი და არა სახალხო დამცველი. ერთ კვირაში აქ მოხდება ისეთი რამ, რაც კინოფილმებშიც არ გინახავთ, - ამ სიტყვებით დატოვა "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სახალხო დამცველის ოფისი.

მანვე დააანონსა, რომ ზუსტად ერთ კვირაში, ის სახალხო დამცველის აპარატთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. მისი თქმით, ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა, კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დამცველია.

"მომისმინე ლომჯარია, დაახლოებით ერთ კვირაში, რამდენიმე ათას კაცთან ერთად, შემოვალთ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში. გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც თქვენი ადგილია - პოლიტიკურ სანაგვეში. ლომჯარია არის გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დამცველი. ახლა გინდა დაიმალე და გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი", - მიმართა ბრეგაძემ ლომჯარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×