რეზონანსი
12.11.2019

(რეზონანსი) თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ "პრაიმტაიმმა" დამტებითი დეტალება აქვეყნებს.

36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს, დეპუტატ ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. დეპუტატის ძმისშვილი, ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლია და ახლო მეგობარი გახლდათ.

"მეც ახლა მითხრეს ეს ამბავი და ძალიან განვიცვადე. ჩემი ძმის მეზობელი იყო. ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაც არის. არ ვიცი რა მოხდა", - ამბობს დეპუტატის და, ნორა კვიციანი.

როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, ნოდარ ცხადაძე მის ძმისშვილთან ერთად იყო დაკარგული. ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია ბექა კვიციანის ადგილ-სამყოფელი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×