რეზონანსი
12.11.2019

(რეზონანსი) თბილისის ზღვაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. მოკლულია 36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომელსაც 12 ტყვია აქვს მოხვედრილი. რაც შეეხება დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს, მას ამ დრომდე ეძებენ.

მოკლულის ახლობლები სასტიკ მკვლელობასთან, ბექა კვიციანის კავშირს არ გამორიცხავენ.

"მთავარის" ინფორმაციით, მოკლული და კვიციანი ერთ მანქანაში ისხდნენ. ცხადაძე კი ჩაცხრილული დღეს დილით იპოვეს.

კითხვაზე, "არის ეჭვი, რომ კვიციანმა მოკლა ცხადაძე" ოჯახის ახლობელი ამბობს „სავარაუდოდ... მიზეზი არ ვიცით, ნათესავები ვართ".

გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×