სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.11.2019

    ისრაელში მდგომარეობა ისევ დაძაბულია. ღამით ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა. ისრაელში მცხოვრები ელისო გეგჭკორი ფეისბუქში წერს:

    ,,სამსახურებიდან დაგვითხოვეს, ისრაელში განგაშია. ილოცეთ ქართველი ემიგრანტებისთვის. იბომბება აქაურობა”.

    ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ღაზის  სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

    “ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.

    შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092”, – წერია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (13.11.2019)
    პანიკაში ნუ ვარდებით. მიყევიტ ინსტრუქციებს, რომელიც იქ გაწერილია ასეთ შემტხვევაში


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×