სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

    (რეზონანსი) მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის ჩატარება გადაწყდა.

    როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „გაიმარჯვა დემოკრატიამ".

    „როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება", უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა ხუნდაძემ.

    შეგახსენებთ, მეორე დღეა მმართველი გუნდი „ქართული ოცნების" ოფისში დილიდან იკრიბება. მსჯელობის საგანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაზეც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (14.11.2019)
    გაიხარე? არეულობა უნდოდა ახლა ჩვენს საცოდავ ქვეყანას? ყველანი უ მ ა დ უ რ ნ ი როგორ ხართ, რა გჭირთ. როგორ შეიძლებოდა ახლა ღ ა ლ ა ტ ი?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×