სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

    (რეზონანსი) მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი ტოვებს.

    „პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×