რეზონანსი
14.11.2019

(რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის წინ, შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდა. ხუხაშვილმა რუთაველის გამზირიდან დღევანდელი მოვლენები შეაფასა.

ექსპერტის თქმით ბიძინა ივანიშვილს ის განცხადება არ უნდა გაერცელებინა, რომელიც რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა, არამედ უნდა გადამდგარიყო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან, მისი თქმით მხოლოდ ეს გადაარჩენდა ივანიშვილს როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს.

"ივანიშვილის გავრცელებული განცხადება არის გუშინდელი ირაკლი კობახიძის განცხადების "რიმეიქი". ეტყობა მას დღეს კობახიძესთან აქვს პოლიტიკური რომანი. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ადამიანურად, პოლიტიკურად გადარჩენის შანსი, ამ წერილის გამოქვეყნება კი არ იყო, არამედ მას უნდა ეთქვა, რომ მე მოგეცით პირობა და მე ეს პირობა ვერ შევასრულე, მიზეზების ახსნა კი არ უნდა დაეწყო. ამიტომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, გადავდივარ პარტიის თავმჯდომარეობიდან, იმიტომ რომ ვერ ვუზრუნველყავი ჩემს მიერ ნათქვამი პირობის შესრულება.

განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რომელმაც დღეს ხალხი გადააგდო, კიდევ პირობას დებს, რომ 2020 რაღაცას შეგისრულებთო, წარმოიდგინეთ რამდენად არაადეკვატური შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც დღეს გადაგაგდო და რომელიც დღესვე გეუბნება, მე ვარ გარანტი 2020 წლის არჩევნებისო. ეს არის სრული აბსურდი, ფარსი", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×