რეზონანსი
14.11.2019

(რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობა დიდი ტვირთია.

„მე იმ წინა ხელისუფლების დროზე ადრე მოვხვდი პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. 2001 წელს მე მოვუგე მაშინდელი მოქალაქეთა კავშირისგან წარდგენილ კანდიდატს... მე სამი ხმით მოვუგე გენერალური პროკურორის მოადგილეს.

2004 წლიდან 2008 წლამდე ვიყავი უპარტიო დეპუტატი, მერე შემომთავაზეს [ნაციონალურმა მოძრაობამ] ჩემი სახელით იყარე კენჭიო და დავთანხმდი. 95% დავდე, მეორედ რომ ამირჩიეს, ახლა მეოთხედ ვარ.

არაფერი ცუდი არ არის, სამი-ოთხი ადამიანი ვართ ასეთი. ძირითადად, ერთჯერადი მაჟორიტარები არიან, ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ვერ უძლებენ, დიდი ტვირთია მაჟორიტარობა", - ამბობს ოქრიაშვილი On.ge-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×