სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

     

    ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრა, სადაც პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა.

    "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, რეფერენდუმია. შავგულიძე აცხადებს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიები ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ და ერთიანი ძალებით გაუწიონ კონკურენცია "ქართული ოცნების" კანდიდატს.

    "ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ პროპორციული სისტემისთვის და არსებობს ამის მექანიზმები, გამოითქვა მოსაზრება, შესაძლებელია რეფერენდუმზე ვიფიქროთ, რათა საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით გამაგრებული ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დავაყენოთ. მაგრამ, თუ მაინც მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი და არჩევნებს დანიშნავს შერეული მაჟორიტარული სისტემით, აქაც შესაძლებელია ოპოზიციის, უპირველეს ყოვლისა, დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ სპექტრს შორის მკაფიო შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენ ერთმანეთს კი არ დავუყენოთ მაჟორიტარობის კანდიდატები კონკურენტად, არამედ შევჯერდეთ რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს აქვს მეტი შანსი გამარჯვების და მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდირება ამ კანდიდატების მხარდასაჭერად,"- განაცხადა შავგულიძემ.

    შავგულიძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი სიტყვის გატეხვის არაპოპულარულ ნაბიჯზე რუსეთის წნეხის შედეგად წავიდა.

    "დავინახოთ, რატომ წავიდა ივანიშვილი ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე. მან გარკვეული მღელვარების ჩაცხრობისთვის გასცა დაპირება, რომ "ქართული ოცნება" სრულად დაუჭერდა მხარს მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, და დღეს მან ეს სიტყვა გატეხა. რატომ მოაწერა მან ხელი სიტყვის გამტეხ ადამიანობაზე. ერთადერთი პასუხია ჩემთვის ამაზე - ყველა ვხედავთ, როგორ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს ივანიშვილი. ეტყობა, იმდენად დიდია მისი ვალდებულებები რუსეთის წინაშე, იმდენად იძულებულია, რომ შეასრულოს ეს დაკვეთა, რომ საქართველო დააბრუნოს რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სივრცეში, რომ ის მიდის როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად არაპოპულარულ ნაბიჯზე,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (15.11.2019)
    პოლიტიკოსის და ჯ ა რ ე ბ ი ს სარდლის სიბრძნე იმით განისაზღვრება რა მოქნილადაც მოატყუებს მოწინააღმდეგეს! ჭადრაკშიც ასეა, ჭიდაობაშიც და ყველანაირ შ ე ჭ ი ბ რ შ ი. წუწუნი იმაზე, რომ მოგატყუეს წ ა მ გ ე ბ ი ა ნ ი ა . ფუჭი გამოდგა თქვენი და ჩვენი მოლოდინები. არეულობის გარეშე----ს ა მ შ ო ბ ლ ო ს დაუზიანებლად,--- მოიფიქრეთ ახალი სტრატეგია, უძლიერესი მოწინააღმდეგე გყავთ! ჩუმად, უხმაუროდ გიგებთ ყველა ასპარეზზე, მისი გინება და გასაქცევად გამზადებულიაო თქმა --არ გშველით, ქვეყანას სიმშვიდე ჭირდება ჰ ა ე რ ი ვ ი თ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×