რეზონანსი
14.11.2019

 

"ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის შემდეგ უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება, კონსულტაციების გასავლელად და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში იყვნენ შეკრებილები, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა დიმიტრი ცქიტიშვილმა უარყო, რომ ჩუგოშვილის კაბინეტში რაიმე საქმიანი შეხვედრა ან სამომავლო გეგმებზე საუბარი მიმდინარეობდა.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია, მაგრამ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობს:

"არანაირი კონსულტაცია და საქმიანი შეხვედრა არ იყო. მე არ ვცვლი პოზიციებს, ეს არ იყო ცხელ გულზე გაკეთებული, გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მიზეზი რაც ვთქვი იგივეა, ახალ მიზეზებს არ ვეძებ. გეგმები არ გვქონია, ეს არ იყო დაგეგმილი შეთქმულება, ეს იყო იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ვერ მიიღო პარლამენტმა. იქნება ფრაქციები თუ სხვა პოლიტიკური აქტივობა თქვენთვის იქნება გასაგები, რა თქმა უნდა თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. დღესდღეობით არანაირი გეგმა არ არსებობს,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×