სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

    მეუფე პეტრე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს: "მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას"

    "ხელისუფლებას!

    ქუდზე კაცი-საქართველოს გასარჩენად

    ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია!

    ​მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის" შემთხვევაში" რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი.

    როგორც უფალი ბრძანებს: თავის ამონთხეულს მხოლოდ ძაღლი უბრუნდება...

    ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე.

    ​ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალია გონს მოვეგოთ და გამოვიყენოთ კანონის ფარგლებში არსებული ყველა საშუალება, რათა განიმუხტოს სამართლლიანი პროტესტი დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების პირობითა და მოლოდინით.

    გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!

    + მონა ღვთისა, მიტროპოლიტი პეტრე"- აღნიშნავს სასულიერო პირი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    gocha   (15.11.2019)
    2007 7 nombers sad iyavi misha rom xalxS xocsvds da saxurAvze rom yrixa maseti gitlerz ar uknia tavisi xalxi gAewiros tAvis xalxs is sdidebda petre petela

    Lika   (14.11.2019)
    FUF she samarcxvino,eris mogalate Mishas marjvena xelo! sheni arakacoba msofliom dainaxa!shen vin mogca mowodebebis ufleba,she gaidzvere saqartvelos mtero!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×