რეზონანსი
14.11.2019

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე კანონმდებლობის შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს:

"პირველი ნაწილი ეს არის რეალური პოლიტიკური ნება, მეორე თუ მმართველი პარტია დააინიცირებს ამ ცვლილებებს და დაიწყებს, სადღაც თებერვალი-მარტისთვის შესაძლებელი იქნება უკვე კენჭისყრაზე საუბარი, მთელი პროცედურების გავლით და დაცვით. მაგრამ გონივრული მოლოდინი აღარავის აქვს, რომ მმართველი პარტია ამას გააკეთებს. აქ, რომ საუბარი იყოს 1-2 დეპუტატზე გასაგებია, მაგრამ მმართველი პარტია მუშაობს სხვა ფორმით, როგორც ჩანს მისი იდეა იყო, რომ დაძაბულობა განმუხტულიყო და პროპორციულ არჩევნებზე გააკეთა განაცხადი. როცა საქმე მიდგა კენჭისყრაზე, მმართველმა პარტიამ მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, ასევე თავად მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ ქვეყნის პარტნიორი ქვეყნები. რეალურად შექმნა მოცემულობა, რომ მოვლენები შესაძლოა გახდეს არაპროგნოზირებადი. ჩვენ ყველას გვჭირდებოდა, რომ სწორად, სამართლიანად და მშვიდად მივსულიყავით 2020 წლის არჩევნებამდე და დღეს შეიძლება ეს ყველაფერი შეიძლება იყოს საფრთხის ქვეშ,"- განაცხადა სულხან სალაძემ. მისი თქმით, ადამიანების სიმრავლემ ხელისუფლებას რეალური ძალა უნდა აჩვენოს და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა. სალაძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა იყო, რომლითაც შეიძლება ეამაყათ და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი პირიქით გააკეთა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×