სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, სამომავლო გეგმებს დღეს განიხილავენ, - ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობის დატოვა.

    „ამ წუთას ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გეტყვით. კოლეგებთან შეხვედრას რაც შეეხება, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბუნებრივია, მათთან შეხვედრები ახლაც გვაქვს და ეს ნორმალური პროცესია. გუნდში დაბრუნების პერსპექტივას კი ვერ ვხედავ", - განაცხადა ქაცარავამ.

    კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ქაცარამ თქვა, რომ „ასეთი გეგმები ამ წუთისთვის არ არის".

    დეპუტატმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გეგმავენ თუ არა უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრები ფრაქციის შექმნას.

    „ამ ეტაპზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. მესმის, რომ ინტერესი არის. გუნდში არიან კომპეტენტური ადამიანები, ვინც ჩაგანაცვლებენ და ამის პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ქაცარავამ.

    პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

    ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (15.11.2019)
    თუ მართლა გინდათ რომ ხალხმა დაგიჯეროთ, უმრავლესობის სიით მოსულები ხომ ხართ, ხომ დატოვეთ უმრავლესობა, მაშინ პარლამენტიც უნდა დატოვოთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×