სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა" საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის" წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა.

    როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსერვატორები" ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა.

    „მინდა, განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინ ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს" არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

    ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრები არიან: გიგა ბუკია - ფრაქციის თავმჯდომარე, მუხრან ვახტანგაძე - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რულსან გაჯიევი - ფრაქციის მდივანი, ნინო გოგუაძე - ფრაქციის წევრი, პაატა კვიჟინაძე - ფრაქციის წევრი, ზვიად ძიძიგური - ფრაქციის წევრი.

    პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

    ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ...   (15.11.2019)
    კაი კაცობას თამაშობ, მოვ@@@ან შენი კაცობა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×