რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) ქართველი „კანონიერი ქურდი", ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში დააკავეს.

კიევის ოპერატიული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯაჭვლიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებშია მხილებული.

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჯაჭვლიანი კიევში კრიმინალური გავლენის დასაცავად ჩამოვიდა. 10 წლის წინ ის პირველად გადაეკვეთა კიევის სამართალდამცველებს, როდესაც 2009 წელს ორგანიზებული დანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გაათავისუფლა. და ეს მაშინ, როცა ქართველი „კანონიერი ქურდის" გადაცემას იტალია ითხოვდა, რომელსაც ჯაჭვლიანზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული", - წერს უკრაინული მედია.

46 წლის ლაშა ჯაჭვლიანს კრიმინალურ წრეებში ლაშა „სვანის" სახელით იცნობენ. ის „კანონიერ ქურდად" 1995 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს".

ამჟამად ჯაჭვლიანი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი „კანონიერი ქურდი" შესაძლოა საქართველოს გადასცენ, თუმცა ექსტრადაციის საკითზე ოფიციალურ უწყებებში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×