სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) ამდენი განსხვავებული ხალხი ერთად, რომ ვნახე პირველი განცდა ის მქონდა, რომ ვაი!,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გუშინ, „ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისივე თქმით, ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის.

    „როდესაც გუშინ ოთახში შევედი ელდა მეცა. ამდენი განსხვავებული ხალხი ერთად, რომ ვნახე პირველი განცდა ის მქონდა, რომ ვაი. მერე უცებ ჩემი თავი დავიჭირე. აი ეს არის საქართველო. იქაც ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ დავისახოთ შეუსრულებელი ამოცანები. მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების საკითხი, რომელიც ყველას აერთიანებს. ამ საკითხში მაქსიმალური კოორდინირება უნდა მოვახერხოთ. დანარჩენი თემები, მათ შორის ტაქტიკა ეს ამოცანადაც არ უნდა დავისახოთ. ეს პოლიტიკური ერთობა არ არის. როგორც ქვეყანაში უამრავი განსხვავებული პოზიცია, მაგრამ არსებობს ზეპარტიული საკითხები, სადაც ერთად დაჯდომა აუცილებელია",- განაცხადა უსუფაშვილმა.

    პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

    ამის გამო, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

    მანამდე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ და ერთობლივად შეთანხმდნენ, მოითხოვონ პროპორციული ვადამდელი არჩევნები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×