სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) საქართველოში 2024 წლამდე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება,- ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა. 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.

    „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების" ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების" ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.

    როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. ნადმვილად სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა.

    ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს", - ამბობს თალაკვაძე.

    ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

    ამის გამო, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

    მანამდე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ და ერთობლივად შეთანხმდნენ, მოითხოვონ პროპორციული ვადამდელი არჩევნები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×