რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) უმრავლესობა არ დაიშლება, - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აკეთებს.

როგორც მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

„უმრავლესობა არ დაიშლება, ჩვენ სწორედ იმიტომ მივიღეთ თავისუფალ კენჭისყრაზე გასვლის გადაწყვეტილება, რომ გუნდი არ დაშლილიყო. სამწუხაროა, რომ გუნდის ღირებულმა წევრებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება. ხვალ ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, შემოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×