სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.11.2019

    (რეზონანსი) ოპოზიცია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ "აკაჩავა" და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

    "ნინო წილოსანს კახი კალაძე ოჯახის წევრთა დაჭერით ემუქრებოდა. პირდაპირ რომ ვთქვა, წილოსანს კალაძე "აკაჩავებდა", მამით და ქმრით დაემუქრა, რომლებზეც საქმეა აღძრული"- აცხადებს უგულავა.

    მისივე ინფორმაციით, წილოსანი ცდილობდა აეხსნა პარტიის ლიდერებისთვის, რომ კანონპროექტის ჩაგდება "სუიციდი" იქნებოდა.

    "ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ წილოსანი წინააღმდეგობას უწევდა, თავი არ გამოგვეყოფაო"- თქვა გიგი უგულავამ.

    ზეწოლის შესახებ საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ კალაძე "ქურდული გარჩევით" ცდილობდა დეპუტატების შეშინებას.

    დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პირობებში წილოსანის მამის წინააღმდეგ პროკურატურაში 2013 წლიდან საქმეა აღძრული, რომელიც დღესაც არაა დახურული.

    "საუბარია 65 მილიონის გაქრობაზე რკინიგზიდან, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია"- ამბობს დეპუტატი.

    ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Magda   (15.11.2019)
    Ugulava gaixsene sheni ?Mishas Bokerias,Vano Merabishvilis NACBANDIS dakachavebuli xalxi eg tqveni profesiaa,sakutar chadenil moqmedebebs sxvebs nu shetenit ,Banditebo,ar daeswrot axal wels xalxs rom ar asvenebt tqveni gamdidrebis gaumadzgrobis gamo,NACBANDIS metaurebo amowkdit ert dges!!!!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×