რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსებს ბამპერიც თეთრი ფერის უნდა ჰქონდეს. შესაბამისი ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში საკრებულომ 8 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.

ცვლილების მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა.

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება. ხოლო თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.

მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა.

On.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×