რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს გაიმართა.

სხვა დეტალები, მათ შორის ბრალთან დაკავშირებით, ცნობილი ჯერ არ არის.

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×