რეზონანსი
17.11.2019

  პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაზე კომენტარი გააკეთა:

"რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მე ამას მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს. ამის პირობას ჩვენ ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი. ეს ღალატი არ ეპატიებათ მათ და ტყუილად ჰქონიათ გაქსუებულ დეპუტატებს, "ამბოხებულ დეპუტატებს", რომ ხვალ შევლენ წყნარად, წამოგორდებიან იქ თავიანთ თბილ კაბინეტებში და გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არა, მეგობრებო, თქვენი დღეები დათვლილია... უნდა იცოდეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მისმა დამსმელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ან დაუბრუნებენ ხალხს თავისუფალ არჩევანს, ან გადაყვებიან ამას. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს არის შესრულებადი და ეს აუცილებლად გაკეთდება იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან დგას საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეები.

ცხადია ჩვენ არ ვაპირებთ არცერთ შენობაში შესვლას. ყველა შენობა და თბილი კაბინეტი დაგვითმია ოცნების "ამბოხებული დეპუტატებისთვის" და ივანიშვილისთვის, თუ მას ოთახები არ ჰყოფნის საკუთარ შუშის სასახლეში. გარეთ ისინი ვერ გამოყოფენ ცხვირს, შიგნით ისინი ვერ იმუშავებენ." ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები შენობის შიდა ეზოში, ავტობუსებში არიან განლაგებული.

შსს-ს თანამშრომლები მობილიზებულნი არიან მთავრობის კანცელარიასთანაც. მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×