სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

    ორი აქცია ერთი და იმავე მოთხოვნით, თუმცა, სხვადასხვა პარტიის ორგანიზებით.

    საპროტესტო გამოსვლისთვის "პატრიოტთა ალიანსიც" ემზადება.

    პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა მოუწეს.

    "დღეს ჩვენ რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე ვიკრიბებით იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას ვუთხრათ, არავინ არ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინონ. ხელისუფლებამ გადაგდო ყველა. უღალატა 2011 წელს გაჟღერებულ მთავარ დაპირებას და მოატყუა ასევე, საერთაშორისო პარტნიორები, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, სიხისტე, ამპარტავნობა, ძალიან უადგილოა. ჩაატარეს პოლიტიკური სპექტაკლი, პოლიტიკური მელაკუდობა და ქართველი ხალხი ამითი შეურაცხყოფილია.

    იყო დრო, როცა წინა ხელისუფლებასაც არ ეგონა, რომ წავიდოდა, ამათ გადაარჩინეს, თორემ დიდი ხნის წასულები და დამთავრებულები იქნებოდნენ. ამიტომ ნუ ჰგონია "ქართულ ოცნებას", რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა.

    ირაკლი კობახიძე გადაიქცა ახლა ზურაბ ადეიშვილად, რომელიც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს. თითქოს არ შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, არ შეიძლება "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში და ა.შ." - განაცხადა ირმა ივანიშილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.11.2019)
    ინაშვილო, კიტოვანის როლი არ იკისრო! ვინ გაფინანსებთ, ვინ იხდის თქვენს გამოკითხვებში ფულს და რ ა ტ ო მ ? 1918-21 წლის მთავრობამ გამოაცხადა ნ ე ი ტ რ ა ლ ი ტ ე ტ ი -რამაც დაღუპა ქვეყანა, გერმანიამ და ინგლისმა ჯარები გაიყვანეს, ისარგებლა ლენინმა და დ ა გ ვ ი პ ყ რ ო! თქვენგან გაჟღერებული მ ი უ მ ხ რ ო ბ ლ ო ბ ა იდენტურია ჟორდანიასი და ანალოგიური შედეგით დამთავრდება უ თ უ ო დ! რუსეთი არ შეცვლილა, პირიქით მეტად გამწარებულია და დაგეშილი ჩვენზე, ვინ შეაჩერებს მას? 20 წუთში შემოვა თბილისში და ი წ უ წ უ ნ ე მერე რამდენიც გინდა.

    daviti   (17.11.2019)
    irma ne zdavaisa


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×