სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

    მთავრობის ადმინისტრაციაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საგანგებო მობილიზაციის მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.

    საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა არა მარტო პარლამენტის შიდა ეზოში, არამედ შენობებშიც. პარლამენტის ნულ სართულზე იმყოფებიან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ აქვთ შესაბამისი ეკიპირება და საძილე ტომრები.

    საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც რამდენიმე ავტობუსია, სადაც პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიღებულია შესაბამისი უსაფრთხოების ზომები საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

    "დაგეგმილია საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, შესაბამისად ადგილზე მობილიზებული გვყავს პოლიციური ძალები, რომლებიც დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ასევე შსს მოუწოდებს ყველას, არ დაარღვიონ კანონი," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×