სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

    „სახალხო პარტიის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოპერის შენობასთან იკრიბებიან.

    როგორც „სახალხო პარტიის" ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ განაცხადა, მათი შეკრების მიზანი არის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ქვეყანაში.

    მისივე თქმით, პარტია დღეს დაგეგმილ არც ერთ აქციას არ უერთდება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზების პროცესი მიმდინარეობს, რაც სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.

    მამუკა გიორგაძის შეფასებით, აუცილებელია, შემუშავდეს პლატფორმა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ მსჯელობა, ჯანსაღი პოლიტიკური სივრცის შესაქმნელად.

    „ჩვენ არც ერთ აქციას არ ვუერთდებით, მიგვაჩნია, რომ ეს აქციები უფრო მეტად ემოციურ ფონს ქმნის და დრამატიზებას უწყობს ხელს. ქართულ პოლიტიკაში დადგა ის პერიოდი, როდესაც ღირებულებების მიხედვით გავერთიანდით და არა ვიღაცის, ან რაღაცის წინააღმდეგ", - განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    4141   (17.11.2019)
    1991 წელს რას ჭიკჭიკებდი ის გაიხსენე , შე მართლა --------

    მედეა   (17.11.2019)
    ჩემი აზრით, სწორი პოზიციაა. არეულობა, ჯანყი და ქუჩების გადაკეტვა დააზიანებს ლარს, ეკონომიკას, ტურისტულ სეზონს, ხომ ვნახეთ რა უბედურებებიც მოგვიტანა არეულობებმა, გვეყოფა, დამშვიდდით დინჯად, წყნარ სიტუაციაში გააანალიზეთ გადაწყვეტილება. მოწინააღმდეგის მოტყუება სამარცხვინო ქმედება არ არის. ივანიშვილი ძლიერი ფიგურაა, ზვიად გამსახურდია --სუსტი იყო და უეშმაკო, რუსეთის მოხმობით აჯობა შევარდნაძემ. მერედა-რა მოვიგეთ მაშინდელი აჯანყებით, 20-21 ივნისით -- დღეს რომ მოვიგოთ?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×