რეზონანსი
17.11.2019

 

"თუ ხელისუფლებას უმტყუნებს ნერვები და გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს იქნება მათი განაჩენი," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოება ხელისუფლებას მოტყუებას არ აპატიებს.

"ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება აბუჩად აგდებასა და იმ ტყუილს, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა. ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ მათი მშვიდობიანი, პოლიტიკური დასასრული არის მოახლოებული. საზოგადოება აღარ აპატიებს მათ ტყუილს და მათი პოლიტიკური წერტილი უკვე დასმულია.

რაც შეეხება ექსცესებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან არ ექნება ადგილი. თუ ხელისუფლებას უმტყუნებს ნერვები და გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, მინდა ვუთხრა, რომ არავის არ ეშინია ძალის. ჩვენ აქ ვდგავართ და ვიდგებით, სანამ ჩვენს პოზიციას არ გამოვხატავთ. ძალის გამოყენება მათი მხრიდან იქნება არამხოლოდ არჩევნების წაგება, არამედ მათი შემდგომი ცხოვრების განაჩენი. ამიტომ დიდი იმედი მაქვს ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×