სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

    პარტია "ლელო" აქციას შეუერთდა." თუ გვინდა თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ, თავისუფლება უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენგანმა," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

    როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საზოგადოების პროტესტი შედეგს ყოველთვის გამოიღებს.

    "ჩვენ ვაპროტესტებთ თითოეული მოქალაქის უფლების წართმევას. ვაპროტესტებთ ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ მართვას და საერთოდაც, თუ გვინდა თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ, თავისუფლება უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენგანმა. ჩვენ გვინდა, რომ დაბრუნდეს პროპორციული არჩევნები საქართველოში და ქვეყანას მიეცეს სერიოზული განვითარების საშუალება.

    პროტესტი ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ეს არ არის ორი და სამი ადამიანის გასაკეთებელი საქმე. საკითხი ეხება თითოეული ადამიანის უფლებებს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    აღსანიშნავია, რომ "ლელო"-ს მხარდამჭერებმა სიმბოლურად თავიანთი მოძრაობის ფერი, ყვითელი კვამლი გაუშვეს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×