რეზონანსი
17.11.2019

 

ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის შენობა ძალის მიერი მეთოდებით დაატოვებინეს.

"კურიერის" საპარლამენტო კორესპონდენტის მარიამ შანშიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ძალის გამოყენებით გამოყვანეს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს, პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება საკანონმდებლო ორგანოში არ ეძლევათ. სხვადასხვა ტელევიზიის ჯგუფებს პარლამენტის ეზოც დაატოვებინეს.

დილიდან პარლამენტის შენობასა და ეზოში სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით პარლამენტის შენობაში და ეზოში დილიდან განლაგდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×