რეზონანსი
17.11.2019

 

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ, პარლამენტის ორი შესასვლელი სიმბოლურად, ბოქლომები დაადეს.

"ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს" - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მობილიზებულ საპოლიციო ჯგუფს, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან არიან მობილიზებულნი.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ისინი პარლამენტის პიკეტირებას პერმანენტულად მოახდენენ.

"ყველაფერი არის დინამიკაში. დღეიდან ვიწყებთ და რაც საჭირო იქნება მწვავე პროტესტისთვის, ყველაფერს საზოგადოება გავაკეთებთს," - აღნიოშნა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებივე, ისინი პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ და ყველა კარს გარედან ჩაკეტავენ.

ამ წუთებში გიგი უგულავა და გიგა ბოკერია საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთ შესასვლელთან იმყოფებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×