რეზონანსი
18.11.2019

(რეზონანსი) თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა, ცდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარალმენტის შენობასთან განუცხადა, სადაც ამ ეტაპზე სამართალდამცავები აქციის დაშლას ცდილობენ.

„ვინ ვის დაარბევს ვნახავთ, თუ გონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა და შეგვაშინებს, ცდება. არჩევნებს ვითხოვთ, ამაზე სამართლიანი რა შეიძლება მოვითხოვოთ? დედას ვუტირებთ, აი ამას ვაპირებთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის სამივე შესასვლელთან სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. სპეცრაზმი იმყოფება როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ასევე ზუბალაშვილების ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. აქციის დასაშლელად რამდენჯერმე მოხდა წლის ჭავლის გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×