სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    თბილისში, ატენის #20-ში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით სამი ადამიანის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. მოკლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინე გედევანიშვილი, მისი 34 წლის ქალიშვილი თამარ (თაკო) აბაშიძე და ვაჟი, ლევან აბაშიძე.

    სამართალდამცავებმა საქმე განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღძრეს. როგორც ირკვევა, ლევანს სახლში იარაღი ჰქონდა და მკვლელობები სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოხდა.

    როგორც ირკვევა, განგაში 17 ნოემბერს, დღისით ატყდა, რადგან მეზობლები ეზოდან საკუთარი მანქანების გაყვანას ვერ ახერხებდნენ. გზა გადაკეტილი ჰქონდა თაკო აბაშიძის ავტომანქანას, მასთან და ირინე გედევანიშვილთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენენ მეზობლები, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა ვინმე და არც ბინის კარს აღებდა. ამის შემდეგ მეზობელი აბაშიძეების ნათესავის სახლში ავიდა, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობს, შემდეგ მან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ნათესავმა გამოიძახა სამაშველო სამსახური, რომ ბინის კარი გაეღოთ და გაერკვიათ იქ რა ხდებოდა. იქ შესულ ძალოვნებს და მაშველებს კი საშინელი ტრაგედია დახვდათ. ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ერთი ვერსიით, სავარაუდოდ ლევანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა ეს უმძიმესი დანაშაუალი ჩაიდინა.

    თაკოს უახლოესი მეგობარი ეკო ფანგანი ადასტურებს, რომ თაკო შუაღამით არის იქ მისული, თუმცა ამის მიზეზი მან არ იცის.

    "ლევანი მძიმე ხასიათის იყო, მეგობრებმა ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდა, თაკო ამბობდა, საშიშიაო. დედა განსაკუთრებულად უყვარდა ლევანს ხატად ჰყავდა, არ ვიცი, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ, ფხიზელი არ იყო ალბათ, ან შეიშალა... ფანტასტიკური ქალი იყო ირინა, ძალიან სიმპათიური და თბილი.. ცდილობდა შვილის ცხოვრების დარეგულირებას, მაგრამ არ გამოსდიოდა.

    თავის ტრავმა ჰქონდა ლევანს, რამდენიმე წლის წინ ჩხუბში მოხვდა და აგურით სცემეს, მაშინ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა და პრობლემებიც მას მერე დაიწყო", - ამბობს ეკო ფანგანი.

    კვირის პალიტრა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×