სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება:

    "ეს კვლევები არის ყოველთვის აცდენილი რეალობას, საბოლოო ჯამში, არის აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება ხოლმე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს, შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ კვლევებზე, ვიცით, რომ ეს არის ის კომპანიები, რომელბიც არიან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. „აიპიემი" არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, CRRC - მეორე განშტოებასთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის" ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში, ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

    შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50% -იან მაჩვენებლს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროცესებისთვის, ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან"- აცხადებს კობახიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (20.11.2019)
    ნამდვილად მეცოდები კობახიძევ სუფთა ადამიანურად! ასე როგორ გააჭენე შე საწყალო ბიჭო, თავს რომ ვეღარ იკავებ! ასე როგორ დაგაბეჩავა ამ თქვენმა დიდმა სატანამ, რომ აღარც შენს ლამაზ ცოლ-შვილზე ფიქრობ და არც შენს ასაკოვან მშობლებზე. საით მიჰქრი ბიჭო, წინ უფსკრულია, ნუთუ ვერ ამჩნევ??? გადაიჩეხები შენს ოცნებასთან ერთად და ბავშვები უპატრონოდ დაგრჩება. მეგობრულად გირჩევ, სასწრაფოდ ფსიქიატრს მიმართო და გადახვიდე აქტიურ მკურნალობაზე, სხვა გამოსავალი აღარა გაქვს!

    Axpera   (19.11.2019)
    Imdeni dedashens shesces abovianis somxebma. Ertmanetze uaresi nabozvrebi xart “nacebi “ da “kocebi”

    მედეა   (19.11.2019)
    აბა, ჰე! ტემპი, ტემპი გააუმჯობესეთ, ლარი გადაარჩინეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ე ქ ი მ ე ბ ს ხელფასები გაუზარდეთ, მასწავლებლების ხელფასების გაზრდა ძალიან კარგია.

    vaka   (19.11.2019)
    ai jer vinc tkven xma mogcet chemdatavad imis deda movtkan da jer nacebis dedebi movtkan da mere kide sheni deda movtkan piradad she gandono gavrilovo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×