რეზონანსი
19.11.2019

(რეზონანსი) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში ანტიკვარების დასათვალიერებლად მედიატური იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს, 19 ნოემბერს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათონელის რეზიდენციისთვის ანტიკვარულ ნივთებში 2 800 000 ლარი დახარჯა.

IDFI წერს, რომ 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, რომლის შერჩევაშიც ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფი იყო ჩართული. გარდა ამისა, 255 000 ლარი ამ ნივთების რესტავრაციას დასჭირდა, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×